სტუდენტური საერთაშორისო კონკურსის "ჩინური ენის ხიდი"-ს რიგით მერვე შესარჩევი ტური
14 ივნისი 2017
15 ივნისს 14:00-ზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მე-200 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური საერთაშორისო კონკურსის "ჩინური ენის ხიდი"-ს რიგით მერვე შესარჩევი ტური.
კონკურსის ორგანიზატორები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი.
ღონისძიება საქართველოში მეშვიდედ ტარდება. კონკურსი შედგება სამი ნაწილისაგან:
წერითი ნაწილი,
მოხსენება ჩინური ენაზე და კითხვა-პასუხი ქვეყანათმცოდნეობაზე,
კულტურული პროგრამა.
გამარჯვებული ზაფხულში მონაწილეობას მიიღებს ჩინეთში „ჩინური ენის ხიდის“ ფინალურ კონკურსში. მეორე ადგილის მფლობელი კი ათი დღით გაემგზავრება "ჩინური ენის ხიდის" საზაფხულო სკოლაში და დაესწრება ფინალურ ტურს.