GE

სტუდენტური შეჯიბრი იმიტირებულ საგადასახადო დავაზე

02 ივნისი 2015

30-31 მაისს, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პირველად მოეწყო სტუდენტური შეჯიბრი იმიტირებულ საგადასახადო დავაზე. შეჯიბრში მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტების ბიზნესისა და სამართლის სკოლის სტუდენტები იღებდნენ.

ფინალში, რომელიც საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, ერთმანეთს თავისუფალი უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ.

ამჯერად თსუ-ს გუნდმა იმარჯვა, რომელსაც დავით აბესაძე და ლაშა ზურაბიანი წარმოადგენდნენ.

საუკეთესო სპიკერებად თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი ქეთევან ოთარაშვილი და ბიზნეს სკოლის სტუდენტი ნინო კალანდაძე დასახელდნენ.

შეჯიბრის 9 მონაწილე სტაჟირებებს კომპანიებში - EY -საქართველო, Deloitte & Touche, BDO, KPMG და Capto Group გაივლიან.

შეჯიბრის მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან: EY -საქართველო, Deloitte & Touche, BDO, KPMG, TBC ბანკი, RSM Capto Group, PwC, DLAPiper, Dechert LLP, ფინანსების, გადასახადებისა და მენეჯმენტის ცენტრი.