GE

სტუმრები VADS-ში

04 ივლისი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (VADS) დეკანის, ირინა პოპიაშვილის, გოეთეს ინსტიტუტისა და ისრაელის საელჩოს მოწვევით თავისუფალ უნივერსიტეტში სტუმრად იყვნენ იერუსალიმის ბეცალელის აკადემიის სახვითი ხელოვნების სამაგისტრო პროგრამის დეკანი და Flash Art ჟურნალის რედაქტორი, ნიკოლა ტრეცი, ბეცალელის აკადემიის ფოტოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი დორ გუეზი და არტისტი ალექსანდრა ცუკერმანი.

ჩამოსვლისას სტუმრებმა გოეთეს ინსტიტუტში ისაუბრეს ბეცალელის აკადემიაში ხელოვნების სწავლების მეთოდოლოგიაზე და თავიანთ გამოცდილება გაუზიარეს ქართველ კოლეგებს.

მეორე დღეს შეხვდნენ VADS-ის სტუდენტებს, ნიკოლა ტრეციმ დაათვალიერა პირველი და მეორე კურსელების გამოფენა და რჩევები მისცა სტუდენტებს. დორ გუეზმა და ალექსანდრა ცუკერმანმა სტუდენტების პორტფოლიოები და მათი ნამუშევრები განიხილეს.

ბოლოს კი არტარეაში დორ გუეზმა ჩაატარა პრეზენტაცია საკუთარი ხელოვნების შესახებ.

ვიზიტის თანაორგანიზატორი იყო ფრანგი-ქართველი კოლექციონერი, ჯონ დოდელანდე.