GE

სულის არითმეტიკა - ევოლუციური მოძღვრება და კრეაციიონიზმი ახალ ჭრილში

22 ოქტომბერი 2015

23 ოქტომბერს 19:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ბიოლოგი, ჟურნალ National Geographic საქართველოს მთავარი რედაქტორი - ლევან ბუთხუზი ჩაატარებს საჯარო ლექციას - სულის არითმეტიკა - ევოლუციური მოძღვრება და კრეაციიონიზმი ახალ ჭრილში.

ლექცია შეეხება ღეროვანი უჯრედების კვლევის ბოლოდროინდელ მიღწევებს და სხვა აღმოჩენებს, რომლებიც ახალ ჭრილში გვთავაზობენ პასუხებს კითხვებზე - არის ათეიზმი რწმენა ან თუნდაც ახალი ტიპის რელიგია? საიდან "მოდის და საით მიდის" მორალი (განსაკუთრებით ღეროვანი უჯრედებით "მანიპულირების" ფონზე). რამდენად სჭირდება თანამედროვე მეცნიერებას კრეაციონიზმი, როგორც კონცეფცია? ქმნის თუ არა პარადიგმის ეს ცვლილება სულის უკვდავების, როგორც იმედის მოსპობის საშიშროებას?

ლექცია ჩატარდება საკონფერენციო დარბაზში.

დასწრება თავისუფალია.