GE

სვანური კოშკების საიდუმლო - ისტორია და ჰიპოთეზა

28 ნოემბერი 2014

პარასკევს, 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200), აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და ისტორიის კლუბის ახალი პროექტის "ცივილიზაციათა დიალოგი და საქართველო" ეგიდით ჩატარდება პირველი ლექცია: "სვანური კოშკების საიდუმლო - ისტორია და ჰიპოთეზა."

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და გიგი თევზაძე წარმოადგენენ 2014 წლის სვანეთის ექსპედიციის და კვლევის შედეგებს.

სვანური კოშკების კომპლექსები, ეკლესიების სიმრავლე, მაღალტექნოლოგიური მშენებლობის და ხელოსნობის ცოდნის კვალი, მესტიის მუზეუმში დაცული მაღალი ხელოვნების ნიმუშები - ეს ყველაფერი არის იმ სახელმწიფო პროექტის შედეგი, რომელიც სამი საუკუნის განმავლობაში (XI-XIII საუკუნე) ხორციელდებოდა სვანეთში და მიზნად ისახავდა სვანეთის ქცევას კავკასიის სამხედრო, რელიგიურ, კულტურულ და ტექნოლოგიურ ცენტრად.

ამ მიზნით:

1. აშენდა საფორტიფიკაცო ზღუდე ჩრდილო კავკასიდან მოსალოდნელი საფრთხის წინაამღდეგ (სვანური კოშკების კომლექსები);

2. შეიქმნა სისტემა, რომელსაც ჩრდილო კავკასიაში ქრისტიანული მისიონერობის ცენტრის ფუნქცია უნდა შეესრულებინა (ეკლესიების სიმრავლე და მათი განლაგების სიმჭიდროვე);

3. იქმნებოდა კულტურის და ტექნოლოგიების განვითარების/პრეზენტაციის ცენტრები, რომლებიც ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები ხალხების მიზიდულობის და დაინტერესების ადგილებად უნდა ქცეულიყო (მაღალი ხელოვნების და ტექნოლოგიის შემორჩენილი კვალი).

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.