თაკო სულაქველიძე სწავლას Parsons School of Design-ში აგრძელებს
06 სექტემბერი 2022
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) ალუმნი, თაკო სულაქველიძე სწავლას Parsons School of Design-ში, Strategic Design and Management სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.
"2020 წლის მოვლენებმა, გლობალურმა პანდემიამ და ჩვეული სოციალური ცხოვრებისგან დისტანცირებამ სხვანაირად დაგვაფიქრა ინდივიდუალურ თუ საზოგადო ჭრილში. ვიწრო ‘კლასტერულ’ ინტერაქციებში ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ იცვლება ირგვლივ ყველაფერი, და რა საინტერესოა ამ დროში ცხოვრება.
საზღვრების ჩაკეტვა ჩემთვის დანარჩენი მსოფლიოსგან გარიყვის სიმბოლოდ იქცა. მაშინ, როცა ასეთ გლობალურ, ძირეულ ტრანსფორმაციას გადის პლანეტა, ოთახში იზოლირებულს კლაუსტროფობიის შეგრძნება გართმევს მოსვენებას, რაც ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, მაგალითად მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებით დაგვირგვინდეს,- როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა.
The New School ნიუ-იორკის ცენტრში განთავსებული კერძო უნივერსიტეტია, რომელიც 100 წელზე მეტია თავისუფლების ხელახალ გამოგონებას და შექმნას ეწევა. ჩემი პროგრამა Design Thinking-ის პრაქტიკას ეფუძნება, რაც ასე ვთქვათ, ცვლილებების სტრატეგიაზე მუშაობას გულისხმობს. ისე, რაღაცით თავისუფალ უნივერსიტეტს მაგონებს, ალბათ ამიტომაც ავირჩიე.
ახლა, როცა ამას ვწერ, ნიუ-იორკის მეტროში ვზივარ, უნივერსიტეტში მივდივარ და ვიცი, ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო."

მსგავსი სიახლეები

06 ივნისი 2023
მარიამ ხარაშვილი Columbia University აგრძელებს სწავლას

22 აპრილი 2022
ნათია სვანიძე აშშ-ში Stanford University-ში აგრძელებს სწავლას

25 ივლისი 2023
მარიამ ჩიქოვანი სწავლას Stanford University-ში აგრძელებს

24 ივლისი 2023
ელენე მურჯიკნელი სწავლას London Business School-ში (LBS) აგრძელებს

24 აგვისტო 2022