GE

თამარ მეშველიანი სწავლას ავსტრიაში გააგრძელებს

18 აპრილი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული თამარ მეშველიანი სწავლას ავსტრიაში გააგრძელებს!

თამარი ასტრომუნდუსის სამაგისტრო პროგრამით ავსტრიაში რამდენიმე თვეში გაემგზავრება.

ასტრომუნდუსი ერამუს პლუსისა და ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამაა ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში. იგი 5 უნივერისტეტს აერთიანებს ავსტრიის, იტალიის, გერმანიისა და სერბეთის სხვადასხვა ქალაქიდან.

თამარ მეშველიანი 140 აპლიკანტიდან შეარჩიეს და იმ 14 სტუდენტს შორის მოხვდა, რომელსაც სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯს სრულად დაუფინანსებენ.

თამარის ჯგუფი ფიზიკის სკოლის პირველი გამოშვებაა