GE

თამარ მორჩილაძე

20 იანვარი 2015

სამართლის სკოლის სტუდენტების გუნდის მწვრთნელი

საგანი: ვილემ ს. ვისის იმიტირებული პროცესი საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში

აკადემიური საქმიანობა: თამარ მორჩილაძე ამზადებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდს ვილემ ს. ვისის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესისათვის.

განათლება: თამარ მორჩილაძეს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ("თსუ") იურიდიული ფაკულტეტი, მოიპოვა სამართლის ბაკალავრის და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხები (წარჩინებით). "თსუ"-ს სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, თამარმა მოამზადა და დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: "მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართლისა და ევროპული კავშირის სამართლის ურთიერთდამოკიდებულება". თამარმა ასევე მიიღო საერთაშორისო სავაჭრო, საინვესტიციო და კომერციული სამართლის მაგისტრის ხარისხი ოსლოს უნივერსიტეტში (2013, ნორვეგია). სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, მან იმუშავა თემაზე: "უკანონოდ განხორციელებული ინვესტიციების გავლენა საარბიტრაჟო წარმოებაზე". თამარ მორჩილაძემ ასევე დაამთავრა საერთაშორისო არბიტრაჟის აკადემია (2012 წელი, პარიზი, საფრანგეთი) და პიტსბურგის და ზაგრების უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული კომერციული სამართლისა და არბიტრაჟის საზაფხულო სკოლა (2013 წელი, ზაგრები, ხორვატია).
თამარ მორჩილაძე ასევე არის რამოდენიმე საერთაშორისო იმიტირებული პროცესის მონაწილე, მათ შორისაა, ვილემ ს. ვისის იმიტირებული პროცესი საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში (2008 წელი, ვენა, ავსტრია; ნახევარფინალისტი); ჟან პიქტეს სახელობის იმიტირებული პროცესი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში (2009 წელი, ევიან ლე ბენი, საფრანგეთი, ნახევარფინალისტი); ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი (2010 წელი, ვაშინგტონი, აშშ); საერთაშორისო კომერციული პალატის (ICC) იმიტირებული პროცესი მედიაციაში (2011 წელი, პარიზი, საფრანგეთი). ამასთან, თამარი არის ტელდერსის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდების გამარჯვებული და ერთ-ერთი საუკეთესო ორატორი (2012 წელი, ჰააგა, ნიდერლანდები).
მშობლიურ ქართულ ენასთან ერთად, თამარ მორჩილაძე სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს და ასევე აქვს ნორვეგიული ენის საშუალო ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება: თამარ მორჩილაძეს აქვს როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება. ამჟამად, თამარი მუშაობს იურისტის თანაშემწედ საერთაშორისო იურიდიული კომპანიის, Dechert-ის თბილისის ოფისში. თამარი ასევე არის ახალგაზრდა პრაქტიკოსი იურისტების და სტუდენტების მიერ დაარსებული ორგანიზაციის, "არბიტრაჟის ინიციატივა - საქართველო"-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.