თავისუალი უნივერსიტეტის გუნდი ICPC-ზე
08 ოქტომბერი 2021
თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტების (სანდრო ხოხიაშვილი, ვანო გამეზარდაშვილი, ბაქარ გამეზარდაშვილი) გუნდმა მსოფლიო მასშტაბის, 3000-ზე მეტ უნვერსიტეტს შორის, გართულ ICPC-ის (International Collegiate Programming Contest) შეჯიბრში ფინალში გავიდა და 50-ე ადგილი დაიკავა.
ICPC-ის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და საწყის ეტაპზე მასში მონაწილეობს 60 000-ზე მეტი სტუდენტი მსოფლიოს 3 000-ზე მეტი უნივერსიტეტიდან. შესარჩევი ეტაპების შემდეგ გამოვლინდა 120 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ერთმანეთს უკვე ფინალში შეეჯიბრნენ.
კონკურსის ფინალში საქართველოს გუნდი მხოლოდ მეოთხედ გავიდა. აქედან, თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდება ეს მეორედ შეძლო (პირველად - 2015 წელს). მნიშვნელოვანია ისიც, რომ წლევანდელ შეჯიბრში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა, მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტის გუნდზე უკეთესი შედეგი აჩვენა და თითქმის ორჯერ გააუმჯობესა საკუთარი 2015 წლის შედეგი.
შეჯიბრის სპონსორები იყვნენ Google, Intel, IBM, Huawei და სხვა წამყვანი გლობალური IT-კომპანიები, რომლებისთვისაც ეს ოლიმპიადა კადრების მოძიების კარგი საშუალებაა.
გუნდი ცოდნის ფონდმა სრულად დააფინანსა.
მსგავსი სიახლეები
06 თებერვალი 2018
გიორგი გულიაშვილი Facebook-ში ლონდონის ოფისში იწყებს მუშაობას
21 დეკემბერი 2018
ირაკლი ფოფხაძე Facebook-ში, ლონდონის ოფისში იმუშავებს
06 ნოემბერი 2018
ლაშა ლაკირბაია დღეიდან Google-ში იმუშავებს
19 ივლისი 2022
ალექსი შატბერაშვილმა მუშაობა Apple-ში დაიწყო
11 აგვისტო 2023