თავისუფალ უნივერსიტეტს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეწვია
15 დეკემბერი 2023
თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი იძიშუკა ჰიდეკი ეწვია.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორთან, ვახტანგ ლეჟავასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იაპონიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და სტუდენტების მონაწილეობაზე გაცვლით პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს იაპონური ენის სწავლებას.