GE

თავისუფალ უნივერსიტეტსა და TBC-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

03 მარტი 2020

24 თებერვალს თავისუფალ უნივერსიტეტსა და თიბისისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა - ვატო ლეჟავამ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ - გიორგი თხელიძემ მოაწერეს.
 
თანამშრომლობის მემორანდუმი გულისხმობს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნის გამრავალფეროვნებას და მათ ჩართულობას თიბისის კულტურულ-შემეცნებით პროექტებსა და ღონისძიებებში, საჯარო ლექციებში, სემინარებში, ვორქშოპებში.
 
ღონისძიებაზე თიბისიმ სტუდენტური პროგრამის - TBC Camp გამარჯვებულები, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები, ზურა თავართქილაძე და ლუკა ახალაძე დააჯილდოვა, რომლებმაც პროექტზე - Abbvie იმუშავეს. გამარჯვებული გუნდი თიბისისგან ჯილდოს სახით ბანკის 100 აქციას მიიღებს.
Tbc Memorandumi