GE

თავისუფალ უნივერსიტეტში მისაღებ ოფიციალურ რაოდენობაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა

26 აგვისტო 2015

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაცით, აგრარული უნივერსიტეტი ერთადერთი ქართული უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე ყველა ვაკანსია სრულად შეავსო, ხოლო თავისუფალ უნივერსიტეტში მხოლოდ 2 ვაკანსია დარჩა.

თუმცა, შედეგების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ 15 წარმატებული მეთორმეტე კლასელიდან, რომელიც საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობდა, 12-მა თავისუფალი უნივერსიტეტი აირჩია და შესაბამისად, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

აგრარული უნივერსიტეტი ერთადერთი ქართული სასწავლებელია, სადაც ყველა ვაკანსია შეივსო, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტი ერთადერთი ქართული სასწავლებელია, სადაც განსაზღვრულზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა.

იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული გამოცდებისა და საერთაშორისო ოლიმპიადის თარიღები ერთმანეთს ემთხვევა, განათლების მინისტრის ბრძანებით ოლიმპიელები უნივერსიტეტში უგამოცდოდ ირიცხებიან.