GE

თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო!

08 სექტემბერი 2014

8 სექტემბერს თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო.

სააქტო დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორიმა გურამ ჩიქოვანმა, კანცლერმა ვახტანგ ლეჟავამ, პრორექტორმა მარინა ქარჩავამ, ცოდნის ფონდის დირექტორმა თამუნა კოვზირიძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა რეზო ხოფერიამ და სტუდენტებთან ურთიერთობის ოფისის კოორდინატორმა შაკო თავაძე.

სტუდენტებს ასევე შევხდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის სკოლის დეკანები.

მათ სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სტუდენტებს, გააცნეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, სასწავლო პროგრამები, სტუდენტური ცხოვრება, შინაგანაწესი და დაფინანსების შესაძლებლობები.

შეხვედრის დროს გამოვლინდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ყველაზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტები, ასევე, ეროვნული და სასწავლო ოლიმპიადების მონაწილეები, რომლებიც სასწავლო გრანტებით დაჯილდოვდნენ.