GE

თავისუფალი აზროვნება - ფინალი

07 აპრილი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა შემეცნებითი კონკურსის - თავისუფალი აზროვნების ფინალი.
ფინალურ ეტაპზე მონაწილეებს დაურიგდათ კონვერტები, სადაც მოთავსებული იყო მონეტები. დავალების მიხედვით, ამ ნივთზე დაყრდნობით, მონაწილეებს უნდა აღედგინათ დაკარგულ ცივილიზაციაზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.
დავალების მიზანი იყო, აბიტურიენტებს დროებით დაევიწყებინათ ის ცოდნა, რაც მათ უკვე აქვთ ჩვენი ცივილიზაციის შესახებ და დასკვნები მთლიანად მოცემულ მონეტებზე (ამ შემთხვევაშ 10 თეთრიან ნომინალებზე) დაყრდნობით გაეკეთებინათ.
ამოცანა კაარგი საშუალება იყო იმის დასადგენად, თუ როგორ აზროვნებენ მონაწილეები და როგორ აგებენ ლოგიკურ ჯაჭვებსა და დასკვნებს.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

√ პირველი ადგილი - 2500 ლარიანი ვაუჩერი
√ მეორე ადგილი - 1500 ლარიანი ვაუჩერი
√ მესამე ადგილი - 1000 ლარიანი ვაუჩერი

ვაუჩერები დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში სწავლას 8 სემესტრის განმავლობაში.
თავისუფალი აზროვნების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან კახა ბენდუქიძის კვირეულში, რომელიც აპრილის მეორე ნახევარში ჩატარდება.