GE

თავისუფალი აზროვნების კონკურსის პირველი ტური

10 მარტი 2016

5 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა თავისუფალი აზროვნების კონკურსის პირველი ტური, რომელშიც 206 აბიტურიენტი მონაწილეობდა.

კონკურსი პარალელერად მიმდინარეობა ქუთაისშიც, სადაც 28 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს მომავალი სტუდენტების ანალიზური, კრიტიკული, ლოგიკური მსჯელობის უნარი და რაც მთავარია, გასაქანი მისცეს მათ თავისუფალ აზროვნებას.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან შესაბამისად:
1-ლი ადგილი-2500 ლარიანი ვაუჩერი,
მე-2-ე ადგილი- 1500 ლარიანი ვაუჩერი,
მე-3 ადგილი- 1000 ლარიანი ვაუჩერი.
ვაუჩერები დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში სწავლას 8 სემესტრის განმავლობაში.

თავისუფალი აზროვნების მეორე ტური ჩატარდება 19 მარტს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში.