GE

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გაცნობითი პროგრამები რეგიონებში

02 თებერვალი 2016

აბიტურიენტებო!

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები გიწვევთ გაცნობით პროგრამებზე რეგიონებში.

დარეგისტრირდით და დაარეგისტრირეთ თქვენი მეგობრები აქ.

მიიღე დეტალური ინფორმაცია დაფინანსების სისტემების, შემეცნებითი კონკურსების, სასწავლო გარემოსა და სხვა მრავალი სიახლის შესახებ.
ამ პროგრამების ფარგლებში თქვენ საშუალება გეძლევათ გაეცნოთ თქვენს მომავალ პროფესიას, გაესაუბროთ მომავალ ლექტორებს, მიიღოთ პასუხები კითხვებზე.

რეგიონული გაცნობითი პროგრამებით დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და გვეწვიე შემდეგ მისამართებზე:

ქუთაისი - 17 თებერვალი, 13:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, პუშკინის ქ. #6;
ზუგდიდი - 24 თებერვალი, 13:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, რუსთაველის ქ. #52;
ბათუმი - 24 თებერვალი, 13:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ფარნავაზ მეფის ქ. #62–64.

იხილეთ ფბ ივენთი.