GE

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მეცნიერებმა 1 598 199 ლარის გრანტი მოიგეს

28 ნოემბერი 2016

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2016 წლის გამოყენებითი კვლევების კონკურსში აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების მეცნიერების 7-მა პროექტმა გაიმარჯვა და ჯამში გრანტის კომპონენტი დაახლოებით 1 600 000 ლარს შეადგენს.

გამარჯვებული პროექტებიდან, 5 აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების წარდგენილია, ხოლო 2 თავისუფალის.
 
აგრარული უნივერსიტეტის ჯამური გრანტის გომპონენტი 1 148 199 ლარს შეადგენს, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის 450 000 ლარს, რაც ჯამურად შარშანდელთან თითქმის ოთხჯერ მეტია, ხოლო შარშანწინდელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი.
 
2015 წლის მონაცემებით ანალოგიურ კონკურსში გრანტის კომპონენტი  428 690 ლარი, ხოლო 2014 წელს 857 447 ლარი იყო.
 
ამ ტიპის (გამოყენებითი) გრანტების წლევანდელი მოცულობა უპრეცენდენტოა.
 
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ულოცავს მეცნიერებს და მადლობას უხდის გაწეული წარმატებული სამუშაოსთვის.