GE

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტების მორიგი წარმატება

19 მაისი 2015

ევროპის რეკონსტრუქციისა განვითარების და ბანკმა (EBRD) ყოველწლიური ბიზნესფორუმის ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი სამხრეთ კავკასიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის.

კონკურსში "თბილისი 2015 / კავკასია 2051 - ჩვენი მომავლის ისტორია" თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებიც ჩაერთნენ.

კონკურსის პირობების მიხედვით სტუდენტებს თემატური ესსეები უნდა დაეწერათ, რომლის მიხედვითაც კერძო უნივერსიტეტებიდან 3 სტუდენტი შეირჩა:

1. ზიად ალიევი - აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი;

2. ნიკა მაღლაფრიძე - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა;

3. დიმიტრი დეკანოზიშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა.

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ბიზნესფორუმის დახურვის ცერემონიაში, სადაც ჟიურის წევრებმა და სტუდენტებმა განიხილეს საკონკურსო ესსეები.

საუკეთესო ნაშრომად ნიკა მაღლაფერიძის ესსე დასახელდა.

იხილეთ სტატია ევროპის რეკონსტრუქციისა განვითარების და ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.