GE

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტების მორიგი წარმატებული პროექტი

29 მარტი 2015

ორგანიზაცია USAID-ს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომელიც მეწარმე ქალების ბიზნესის კონსულტაციებსა და დაფინანსებას ითვალისწინებდა თავისუფალი უნივერსიტეტის პროექტმა გაიმარჯვა.

პროექტი კონსულტანტებთან ერთად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა, შოთა ცისკარაშვილმა და მირანდა დიასამიძემ დაგეგმებს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ასევე ჩართული იყო ბიზნეს სკოლის რამდენიმე სტუდენტი: გიორგი მოდებაძე, თამარ ბახტაძე, ირაკლი ჭეიშვილი.

პროექტის ბიუჯეტი 48 500 აშშ დოლარია.

პროექტის „აგრობიზნესში მეწარმე ქალების ჩართულობის ხელშეწყობა" მიხედვით საკონსულტაციო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში" და თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლები იყვნენ შეარჩია 15 მეწარმე ქალი, რომელთაც სტუდენტების დახმარებით შეადგინეს ბიზნეს გეგმა.

პირობების მიხედვით ორგანიზაცია USAID-მ გამოავლინა გამარჯვებული ბიზნეს გეგმა.

დაფინანსება მოიპოვა მეწარმე ელისაბედ ელიოზიშვილმა, რომელსაც საკალმახე მეურნეობის გაფართოვების მიზნით დაგეგმილი ბიუჯეტის 30% USAID-ის გრანტიდან დაუფნანსდა.