GE

თავისუფალი უნივერსიტეტი ნიკოლოზ მარკოზაშვილს მადლობას უხდის

09 აგვისტო 2014

თავისუფალი უნივესიტეტი დიდ მადლობას უხდის პროფესორ ნიკოლოზ მარკოზაშვილს ბიზნესის სკოლაში მისი ოცდაშვიდწლიანი მოღვაწეობისთვის.

ბატონი ნიკოლოზი თბილისის მენეჯერთა სკოლის (შემდგომში ESM) ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, დამაარსებელი და 1988 წლიდან მენეჯენტის უცვლელი ლექტორი იყო.

ამ ხნის მანძილზე მან ასეულობით სტუდენტს გაუზიარა თავისი ცოდნა და დაეხმარა მათ წარმატების მიღწევაში. ბატონი ნიკოლოზის პრაქტიკული და ორიგინალური მიდგომა სწავლებისადმი სტუდენტებისთვის მალევე გახდა შთაგონების და ენთუზიაზმის წყარო.

თავისუფალი უნივერსიტეტი წარმატებას და ჯანმრთელობას უსურვებს ბატონ ნიკოლოზს და იმედოვნებს რომ ის მომავალშიც დაეხმარება უნივერსიტეტს რჩევებით.

ბატონი ნიკოლოზი თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორად რჩება.