თავისუფალი უნივერსიტეტის 6 სტუდენტი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს
14 მარტი 2016
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური ენის მიმართულების მესამე კურსის ექვსმა სტუდენტმა: დარინე რაზმაძემ, დათო პაპაშვილმა, თიკო თელიამ, გურამ ლობჟანიძემ, ანა არველაძემ და ირაკლი ქორქიამ გაიმარჯვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში ჩინეთის საელჩოს სახელისუფლებო სტიპენდიის პროგრამის შესარჩევ კონკურსში - "სტაჟირების პროგრამა ჩინეთში 2016-2017".
პროგრამა ითვალისწინებს როგორც ჩინეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის, ცხოვრების, დაზღვევის ხარჯების ანაზღაურებას, ასევე ყოველთვიურ სტიპენდიას.
ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.