თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდების ტრიუმფი ICPC-ის მეოთხედფინალში
21 ნოემბერი 2022
20 ნოემბერს საქართველოს გუნდებისთვის უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) მეოთხედფინალი ჩატარდა. ტურნირის ფარგლებში თბილისში არსებულ უნივერსიტეტებს კახაბენდუქიძის კამპუსმა უმასპინძლა.
შეჯიბრში ჯამში 7 უნივერსიტეტი და 37 გუნდი მონაწილეობდა. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ყველაზე მეტი - 14 გუნდით იყო წარმოდგენილი.
თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდებმა შთამბეჭდავი შედეგი აჩვენეს:
შეჯიბრში ჯამში 7 უნივერსიტეტი და 37 გუნდი მონაწილეობდა. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ყველაზე მეტი - 14 გუნდით იყო წარმოდგენილი.
თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდებმა შთამბეჭდავი შედეგი აჩვენეს:
- შეჯიბრში საუკეთესო შედეგი აჩვენა თავისუფალი უნივერსიტეტის პირველმა გუნდმა: დავით ხვედელიძე, გიორგი კობახია და ნიკა ციმაკურიძე. მათ 14 ამოცანიდან 10 ამოხსნეს.
- ჯამში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდებმა ნახევარფინალის ყველაზე მეტი საგზური მოიპოვეს და შემდეგ ეტაპზე 5 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.