GE

თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდების ტრიუმფი

03 დეკემბერი 2014

6 დეკემბერს პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის 2014–2015 წლების სეზონის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს გარდა აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ბელორუსის, სერბერთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის გუნდები მიიღებენ.

თავისუფალი უნივერსიტეტი წარმოდგენილი იქნება 8 გუნდით.

მეოთხედფინალში, პირველი ხუთი ადგილი სწორედ თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდებმა დაიკავეს, ხოლო საუკეთესო 13-ეულში უნივერსიტეტის 8 გუნდი მოხვდა. შესაბამისად ნახევარფინალში რვავე გუნდია დაშვებული.

მეოთხედფინალში ნაჩვენები შედეგების მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება.

1. Free University of Tbilisi 1 (თორნიკე მანძულაშვილი, გიორგი გულიაშვილი, ნიკოლოზ სვანიძე);
2. Free University of Tbilisi 3 (გიორგი ნიშნიანიძე, ირაკლი მარგველაშვილი, ალექსანდრე აზიზიანი);
3. Free University of Tbilisi 2 (ბექა ლომიტაშვილი, გიორგი გიგლემიანი, ნიკოლოზ  მაჭავარიანი);
4. Free University of Tbilisi 9 (ირაკლი ჩალაგაშვილი, მარიამ ბეჟაშვილი, ვახტანგ ტაბატაძე);
5. Free University of Tbilisi 4 (გიორგი მათიაშვილი, საბა გოგოლიძე, გიგი პატარაია).
 
ფინალი გაიმართება 2015 წლის 16-21 მაისს, მაროკოში.