GE

თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი Google #Hash Code-ის ფინალში გავიდა

17 თებერვალი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი Google #Hash Code-ის ონლაინ ტურნირში, სადაც მსოფლიოდან 17 000-ზე მეტი სტუდენტი თუ პროფესორიმონაწილეობდა 27-ე ადგილზე გავიდა და შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს!
 
შესაბამისად, ჩვენი გუნდი მონაწილეობას პარიზში, გუგლის ოფისში ჩასატარებელ ფინალში იასპარეზებს, რომელიც 19 მარტს გაიმართება.
 
თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის შეამდგენლობა ასეთია: გიორგი საღინაძე (მწვრთნელი), გიორგი ნიშნიანიძე, ალექსან აზიზიანი და ალექსანდრე ცხოვრებოვი.
 
ვულოცავთ ჩვენ გუნდს და წარმატებებს ვუსურვებთ ფინალში!