GE

თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა ჯესაპის შეჯიბრი მოიგო!

08 თებერვალი 2016

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრის 2016 წლის ეროვნული ჩემპიონია!

თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ჩემპიონის ტიტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.

შეჯიბრზე თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლას სტუდენტები - მარიამ მოსეშვილი, ელენე სამადბეგიშვილი, ანა ჯაბაური და მაია ჯეჯელავა წარმოადგენდნენ, ხოლო მწვრთნელები თამარ თომაშვილი და დავით კაპანაძე იყვნენ.

გამარჯვებული სტუდენტები აშშ-ში, ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების საერთაშორისო რაუნდში მიიღებენ მონაწილეობას.