GE

თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ 11 სტუდენტი ჩინეთში გაემგზავრება

16 ივლისი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის 11-მა სტუდენტებმა, საერთაშორისო გამოცდების HSK-ის, HSKK-ის ჩაბარებისა და გასაუბრებების შედეგად, მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდია, რაც ითვალისწინებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ნახევარწლიან ან ერთწლიან უფასო სტაჟირებას, საცხოვრებელსა და ყოველთვიურ სტიპენდიას ჩინეთის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში, მათ შორის თიენძინის, ხანგჭოუს, სუჭოუს, ჭენგჭოუს, ცინგტაოს, სიანის უნივერსიტეტებში.

საერთშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების კიდევ შვიდმა სტუდენტმა ასევე მოიპოვა ჩინეთის სახელისუფლებო სტიპენდია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სტაჟირებაზე და მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად.