GE

თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის მორიგი წარმატება

18 სექტემბერი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა (2009-2013) ქეთი გრძელიძემ დაამთავრა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (KU Leuven), მაგისტრატურა ევროპათმცოდნეობის მიმართულებით, პროგრამა: ტრანსნაციონალური და გლობალური პერსპექტივები ევროპის შესახებ, (Transnational and Global Perspectives on Europe).

წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი: ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის - სამომავლო პერსპექტივები (AA between georgia and the EU: what does the future bring?).

ვულოცავთ ქეთის და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ!