GE

თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერთა სტატია „Timing & Time Perception“-ში

10 თებერვალი 2019

გამომცემლობა “BRILL”-ის ჟურნალმა “Timing & Time Perception” თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის  კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის და ფრაიბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის (გერმანია) თანამშრომელთა ერთობლივი სტატია: “Age-Related Differences in Time-Based Event Expectancies” - გამოაქვეყნა. 

სტატიის ავტორები არიან: მარინა  კუნჭულია, ხათუნა ფარქოსაძე და როლანდ თომაშკე.

მეცნიერებმა შეისწავლილეს  დროითი მოლოდინების ფორმირება ასაკოვან ჯანმრთელ მოხალისეებში.  გამოვლინდა, რომ  ასაკთან ერთად უარესდება დროითი მოლოდინების ფორმირების უნარი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს  მოლოდინის დეფიციტით ან ასაკოვანი ცვლილებებით ყურადღების პროცესებში.

სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ.