GE

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ჯიბლაძე გაეროში მიიწვიეს

25 აპრილი 2018

ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაეროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუდმივი წარმომდგენლობის ორგანიზებით, გაიმართა ჩინური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე "ჩინური იეროგლიფებიდან ლიტერატურამდე: ჩინური კულტურის ხიბლი", რომლის დროსაც ლექცია-პრეზენტაციები და მოხსენებები ჩატარდა გაეროს ერების სასახლეში (Palais des Nations).

აღნიშნული ღონისძიება გაეროს ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლობის ელჩმა, იუ ძიენხუამ და ჟენევაში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა გახსნეს. მოხსენებით წარსდგნენ ჩინელი პროფესორები და მოწვეული სინოლოგები, მათ შორის თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინეთმცოდნე პროფესორი, მარინე ჯიბლაძე. მან ჩინეთისა და ჩინური კულტურის, მათ შორის იეროგლიფების უნიკალურობაზე ისაუბრა, ჩინური ენის სწავლებისა და კვლევის გამოცდილება გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას. მოხსენებამ დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია მსმენელთა შორის.

გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას, გაეროს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ღონისძიების მნიშნველობას და განაცხადეს, რომ მიესალმებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინური კულტურით დაინტერესებას.

ღონისძიებას ესწრებოდა 200-ზე მეტი სტუმარი.