თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის სტატია აშშ-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე
16 ივლისი 2015
აშშ-ს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (PBS) ვებ-გვერდის სამეცნიერო განყოფილებაში The Nature of Reality გამოაქვეყნა სტატია Searching for Advanced Alien Engineering.
ტექსტი განყოფილების მთავარ რედაქტორს, ქეით ბეკერს ეკუთვნის, რომელიც ასტროფიზიკის თანამედროვე მიღწევებს ეხმიანება.
სტატიაში ავტორს ერთ-ერთ წყაროდ გამოყენებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პროფესორის, ზაზა ოსმანოვის სტატია On the search for artificial Dyson-like structures around pulsars, რომელიც გამოქვეყნებიდან მოკლე დროში ყველაზე წაკითხვადი ნაშრომი გახდა.
თავისუფალი უნიევრსიტეტი პროფესორ ზაზა ოსმანოვს ულოცავს ამ წარმატებას.