GE

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის სტატია ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა

29 ივნისი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის პოროფესორის, ზურა კაკუშაძისა და ბალტიმორის ჯონ ჰოპკინსის ბიზნეს სკოლის პროფესორის, ჯიმ ლიუს ერთობლივი სარედაქციო სტატია - "iGDP?", რომელიც განთავსდა Institutional Investor Journals-ზე, ყველაზე პოპულარული პუბლიკაცია გახდა.

სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ნაშრომი Journal of Portfolio Management's-ში გამოქვეყნდა. ზემოაღნიშნული გამოცემის გარდა Institutional Investor Journals-ზე მსოფლიოს არაერთი ცნობილი ჟურნალი აქვეყნებს მასალებს.

სტატიაში შემოთავაზებულია მშპ-ს ახალი საზომი, რომელიც ალგორითმული ერთეულია და ეწოდება iCurrency.

ავტორები მსოფლიოს სთავაზობენ, რომ მშპ ვალუტის ნაცვლად სწორედ iCurrency-ის მეშვეობით გაიზომოს.

არსებულ სტატიას Institutional Investor Journals-ზე ყველა ჟურნალსა და სტატიას შორის ყველაზე მეტი, 9300+ ჩამოტვირთვა აქვს.