თავისუფალი უნივერსიტეტის პარტნიორი იქნება MEP Trade აბიტურიენტების კონკურსის, Bonum Domum-ის ფარგლებში
11 მარტი 2024
თავისუფალი უნივერსიტეტი, მისი პარტნიორი კომპანია MEP Trade-ის მხარდაჭერით სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებით კონკურსს, Bonum Domum-სს უმასპინძლებს კახა ბენდუქიძის კამპუსში 16 მარტს.
კონკურსი ტარდება შენობის სისტემების ინჟინერიით დაინტერესებული XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის და შეამოწმებს მონაწილეთა უნარებს, ერთი მხრივ, გააცნობიერონ როგორ მუშაობს შენობის ინტეგრირებული საინჟინრო სისტემები და, მეორე მხრივ, მოუძებნონ ოპტიმალური გადაწყვეტა კონკურსის დავალებაში მოცემულ სიტუაციებს.
კომპანია MEP Trade-ის ფინანსური მხარდაჭერით, კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც კომპანიისგან მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის შენობის სისტემების ინჟინერიის პროგრამაზე სწავლის ვაუჩერს:
I ადგილი - 2 000 ლარი
II ადგილი - 1 600 ლარი
III ადგილი - 1 200 ლარი
კომპანია MEP Trade დაარსდა 2011 წლიდან და მის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს გათბობა, გაგრილების, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემების პროექტირება. კომპანია მიმართულია უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით, ხარისხიანი სერვისები შესთავაზოს მომხმარებელს. განათლებაში ინვესტიცია კომპანიის სტრატეგიული ხედვის ნაწილია, რათა არსებულ მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ თანამშრომელთა გუნდს, მომავალში შეუერთდნენ მოტივირებული და შესაბამისი უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდები.
