თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი ნახევარფინალშია!
02 მაისი 2015
უზენაეს სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა იმიტირებული სასამართლო პროცესების (CEEMC) შეჯიბრის პირველი ეტაპი, რომელშიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტების 100-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.
შეჯიბრს საქართველო პირველად მასპინძლობს.
CEEMC 1994 წლიდან ტარდება კემბრიჯის უნივერსიტეტის (ინგლისი) და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს (EU Court of Justice) ეგიდით და მას ორგანიზებას კემბრიჯის უნივერსიტეტის ბრიტანული სამართლის ცენტრი უწევს.
ნახევარფინალები და ფინალი ხვალ, პარლამენტის ყოფილ შენობაში გაიმართება.
თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი: მარიამ კაპანაძე, გვანცა კვარაცხელია, მარიამ მოსეშვილი, ანი ჭაია.
გუნდის მწვრთნელი - სალომე მეუნარგია.
წარმატებები თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდს!