GE

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა Philip C. Jessup-ის ეროვნულ შეჯიბრში გაიმარჯვა

10 თებერვალი 2020

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა Philip C. Jessup-ის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნულ შეჯიბრში გაიმარჯვა. Jessup-ის იმიტირებული სასამართლო პროცესი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური იმიტირებული პროცესია, რომელშიც სამართლის 700-მდე სკოლა მონაწილეობს 100-ზე მეტი ქვეყნიდან.

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ლაშა მაჭავარიანი, სალომე გომართელი, ნინო საყვარელიძე და გიორგი ჩაგელიშვილი.

გუნდს ხელმძღვანელობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი დავით კაპანაძე და მოწვეული ლექტორი თამარ თომაშვილი.

Jessup-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებული გუნდი საერთაშორისო შეჯიბრზე გაემგზავრება, რომელიც გაიმართება12-18 აპრილს ვაშინგტონში, აშშ.