GE

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები სისხლის სამართლის პროცესში ყადაღის ინსტიტუტს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

10 ივლისი 2017

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ  და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელიც შესაძლებელს ხდის ისეთი ქონების დაყადაღებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, თუმცა მესაკუთრე ამ ფაქტის მიმართ კეთლისინდისიერია.

სადავო ნორმა და მისი გამოყენების პრაქტიკა ერთგვარ ინსტრუმენტად არის ქცეული ბრლადების მხარის ხელში, ქონების დაყადაღება გამოიყენოს არა სისხლის სამართლის საპროცესო მიზნებისთვის, არამედ ქონების მესაკუთრეთა იძულებისთვის, გარიგებაზე წავიდნენ სისხლის სამართალწარმოებაში დაზარალებულებთან და საკუთარი, კანონიერად შეძენილი ქონების ნაწილით დააკმაყოფილონ ის პირები, რომელთა მიმართაც დამდგარი ზიანი მათი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდების მხარე ქონებაზე ყადაღას ინარჩუნებს გაჭიანურებული გამოძიებით და ამით აბრკოლებს მესაკუთრეებს, განკარგონ საკუთარი ნივთი.

მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმა (სისხლის სამართლის საპორცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი) წინააღმდეგობაში მოდის საქართველო კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების საყოველთაო უფლებასთან და მოითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას და ძალადაკარგულად გაოცხადებას.

სარჩელი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკაში მომზადდა.

 

მოსარჩელეები:

ანა ჯიქურიძე

ანა არაბული

ანა ელიავა

ბაჩუკი კვირკველია

გიორგი ზედგინიძე

დავით კვიტინი

ელენე მჭედლიშვილი

ეკატერინე ბერაძე

ვერიკო ბერეკაშვილი

თამუნა თაქთაქიშვილი

თამარი აბულაძე

სალომე არბოლიშვილი

ლევანი ბიძინაშვილი

მარიამ ხაჩიძე

სალომე დვალიშვილი

ტატიანა ფარჯანაძე