თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგი წარმატება
11 მარტი 2015
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა ნინო შაქარაშვილმა და მეორე კურსის სტუდენტმა სალომე ქრისტესიაშვილმა იაპონიის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს, მოიპოვეს გრანტი და ერთი წლის განმავლობაში სწავლას იაპონიაში გააგრძელებენ.
უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრცია ულოცავს სალომეს და ნინოს მიღწეულ წარმატებას!