GE

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა კონკურსში გაიმარჯვეს

15 სექტემბერი 2014

კომპანია "ბორჯომმა" რიგით მე-4 სტუდენტური კონკური, "ჩემი ბორჯომი" ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტის 12 სტუდენტური გუნდი იღებდა.

კონკურსის პირობების თანახმად კომპანია "ბორჯომის" მიერ სტუდენტებმა მიიღეს მარკეტინგული პროფილის საკონკურსო დავალებები.

გუნდებს დავალების შესასრულებლად სამი თვე მიეცათ, რის შემდეგაც გამოვლინდა სამი გამარჯვებული.

პირველი ადგილის მფლობელი გახდა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი. უნივერსიტეტის სახელით გუნდს წარმოადგენდნენ სტუდენტები: ირაკლი მირზიკაშვილი, შოთა ჯინჭარაძე, სალომე მაისურაძე. მათ პრიზად 2 500 აშშ დოლარი გადაეცათ.

მეორე ადგილზეც კამპუსელები, ამჯერად აგრარული უნივერსიტეტის გუნდი გავიდა. შემადგენლობა ასეთი იყო: ნინო წიკლაური, სალომე ჩიკვილაძე, ნათია ხარაიშვილი.

უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა ულოცავს სტუდენტებს მიღწეულ წარმატებას.