GE

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი იაპონიაში გაემგზავრება

28 აპრილი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მეოთხე კურსის და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულების (მაინორი) მესამე კურსის სტუდენტმა, ნინო მალანიამ გაიმარჯვა იაპონური ენის შემსწავლელი სტუდენტებისთვის განკუთვნილ კონკურსში (რომელიც ჩატარდა საქართველოში იაპონიის საელჩოს ეგიდით).

ნინო 2015 წლის შემოდგომაზე, იაპონიის ფონდის სრული დაფინანსებით, გაემგზავრება იაპონიაში, 2 კვირით.