GE

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის ინოვაციური პროგრამა

23 ივნისი 2015

მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების (MACS) სტუდენტმა - იოანე შარვაძემ ანდროიდის პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონისთვის ახალი პროგრამა - Geo SMS დაწერა.

"ნახევარი წლის წინ დამებადა იდეა, რომ მობილური ტელეფონით ტექსტური შეტყობინების გაგზავნა გაცილებით მარტივი და მოსახერხებელი შეიძლებოდა გამხდარიყო, თანაც უფასოდ. სწორედ ამიტომ დავიწყე Geo SMS - ზე მუშაობა. 5 თვის შემდეგ კი პროგრამა განვათავსე Android Market-ზე.
გარდა ჩვეულებრივი, ფასიანი SMS-ების გაგზავნისა, ეს აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს Magtifun-იდანაც გააგზავნონ უფასო ტექსტური შეტყობინებები (როცა ტელეფონს აქვს ინტერნეტთან წვდომა)." - აღნიშნავს იოანე.

Geo SMS - ზე მუშაობა დღესაც გრძელდება. იოანე და მისი მეგობარი, ასევე MACS-ელი გიორგი გოგიაშვილი სამომავლოდ აპირებენ, რომ პროგრამას ახალი ფუნქციებიც დაუმატონ. როგორხ ახალგაზრდა პროგრამისტები გვპირდებიან, სულ მალე მომხმარებელს ექნება საშუალება, რომ ლათინური ასოებით გამოგზავნილი შეტყობინება წაიკითხოს ქართული შრიფტით.

"გარდა ამისა, მინდა შევმატო SMS-ით ადგილმდებარეობის გაგზავნის ფუნქციაც, რომელიც განასკუთრებით მოსახერხებელია, როცა ადამიანს სიტყვებით ვერ უხსნი კონკრეტულ მისამართს. იმედი მაქვს, Geo SMS-ის გამოყენება მომხმარებლისთვის სასიამოვნო და გამოსადეგი იქნება."

პროგრამა შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან.