GE

თავისუფალი უნივერსიტეტის წარმატება მათემატიკის საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაზე

15 აგვისტო 2022

მათემატიკის საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაზე (https://www.imc-math.org.uk/) თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს! ინდივიდუალური შედეგების მიხედვით, სტუდენტებმა 4 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:
 
- დემეტრე გელაშვილი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი - 39 ქულა, ვერცხლის მედალი
- ნიკა გლუნჩაძე, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი - 37 ქულა, ვერცხლის მედალი
- დავით მოდებაძე, ფიზიკის პროგრამის სტუდენტი - 34 ქულა, ვერცხლის მედალი
- ლუკა მაჭარაშვილი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი - 32 ქულა, ვერცხლის მედალი
- დავით ხვედელიძე, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი - 26 ქულა, ბრინჯაოს მედალი
 
გუნდური შედეგის მიხედვით კი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი 33-ე ადგილზე გავიდა.
 
გუნდის მწვრთნელი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკური საგნების კურატორი და პროფესორი, გიორგი არაბიძე. აღსანიშნავია, რომ საოლიმპიადო ამოცანების შერჩევაზე დიდი კონკურსია და პირველი ქართული ამოცანის ავტორი სწორედ გიორგია.
 
მათემატიკის საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადა 1-7 აგვისტოს ქალაქ ბლაგოევგრადში (ბულგარეთი) ჩატარდა. აღნიშნული ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ სტუდენტური გუნდები მთელი მსოფლიოდან. წელს 100 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა მეოთხედ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ შეჯიბრში.
 
სტუდენტებისა და მწვრთნელის გამგზავრებისა და მონაწილეობის ხარჯები სრულად დაფარა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა.
Imc