GE

თავისუფალი უნივერსიტეტისა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა

08 ოქტომბერი 2015

ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით თავისუფალი უნივერსიტეტი Certified Public Policy Analist-ის პროგრამით გადამზადდებიან საჯარო მოხელეები შემდეგი უწყებებიდან: პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, ეროვნული უშიშროების საბჭო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმების ცენტრი, და ა.შ.

 

პროგრამისათვის მონაწილეები საჯარო უწყებებიდან უკვე შეირჩნენ და მათ სასწავლო პროცესის დეტალები თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების კოორდინატორმა, ნათია სამუშიამ და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მენეჯერმა, მერი გაბაშვილმა გააცნეს.

 

თავისუფალი უნივერსიტეტის პროგრამა Certified Public Policy Analyst შემუშავებულია ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტისა და ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან შემდეგ საკითხებს:

  • პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება,
  • კვლევის მეთოდები,
  • საგადასახადო პოლიტიკა,
  • ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები,
  • საქართველოს სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა,
  • აკადემიური წერა.