GE

თავისუფალმა უნივერსიტეტმა ACCA-ს აკრედიტაცია მიიღო

04 ოქტომბერი 2017

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ფინანსების კონცენტრაციამ ACCA-ს აკრედიტაცია მიიღო. კურსდამთავრებულებს სამი წიგნი F1, F2, F3 ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სერტიფიცირების მსურველები სწავლას პირდაპირ მე-4 საფეხურიდან გააგრძელებენ.

ამ გამოცდების მომზადების და ჩაბარების საფასური შეიძლება 2500 ლარს აღემატებოდეს, რისი გადახდაც თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს აღარ მოუწევთ.

ACCA (Associate of Chartered Certified Accountants) წარმოადგენს ერთერთ ყველაზე ავტორიტეტულ ბრიტანულ ორგანიზაციას საბუღალტრო და ფინანსური განათლების სფეროში, რომლის სერტიფიკატს მსოფლიო მასშტაბით ბიზნესის სფეროს უმსხვილესი დამსაქმებლები ენდობიან.