თავისუფალმა უნივერსიტეტმა პროექტის მართვის პროგრამაზე მე-14 ნაკადი მიიღო
12 ოქტომბერი 2015
პროექტის მართვის პროგრამა შეიქმნა BP-ის და მისი ნავთობის და გაზის პარტნიორების ინიციატივით, თავისუფალი უნივერსიტეტისა და ESI International-ის თანამშრომლობის საფუძველზე 2009 წელს.
პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ Master's Certificate in Project Management, რომელსაც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი გასცემს.
პროექტის მართვის პროგრამის ფარგლებში, ლექციებს კითხულობენ ESI International-ის გამოცდილი და პროფესიონალი ინსტრუქტორები. ESI International-ის ინსტრუქტორები არიან პრაქტიკოსები და მუშაობენ კონულტანტებად რეალურ მიმდინარე პროექტებზე, იმ პერიოდებში როდესაც არ ატარებენ ლექციებს.
სტუდენტებს პროგრამის წესები და დეტალები გააცვნეს თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა ვატო ლეჟავამ, თავისუფალი უნივერსიტეტის პრორექტორმა მარინა ქარჩავამ და პროექტის მართვის კოლეჯის მენეჯერმა ნათია სამუშიამ.