GE

თავისუფლების დიდი ქარტია - 800 წელი

02 მაისი 2015

1 მაისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის ინიციატივითჩატარდა საჯარო დისკუსიაზე თემაზე - თავისუფლების დიდი ქარტია (MAGNA CARTA) - 800 წელი.

დისკუსიის ფარგლებში სპიკერებმა განიხილეს თავისუფლების დიდი ქარტიის (Magna Carta) როლი ინგლისის სამართლის ტრადიციაში და მისი, როგორც სამართლის უზენაესობისა და ინდივიდუალური თავისუფლებების დაცვის უნივერსალურად აღიარებულისიმბოლოს, განსაკუთრებული მნიშვნელობა.

საკუთრების, გამოხატვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპები, რომლებიც თანამედროვე კონსტიტუციებითაა დაცული,სათავეს იღებს თავისუფლების დიდი ქარტიიდან. თავისუფლების დიდი ქარტიითაა შთაგონებული არაერთი ქვეყნის კონსტიტუცია.

საჯარო დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ:

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში;
ნათია ხანთაძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი;
პატრიკ მადამსი, Honorary Society of Inner Temple;
ელეონორ შარპსტონი, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო;
კონსტანტინე ვარძელაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
მარიამ ფერიშვილი, ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა კავშირის კონკურსის „Magna Carta – Notions of Human Rights and Democracy"გამარჯვებული;
მოდერატორი - დავით ზედელაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.