GE

თავისუფლების დიდი ქარტია - 800 წელი

27 აპრილი 2015

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე - თავისუფლების დიდი ქარტია (MAGNA CARTA) - 800 წელი.
დისკუსიის ფარგლებში განიხილება თავისუფლების დიდი ქარტიის (Magna Carta) როლი ინგლისისა და აშშ-ის სამართლის ტრადიციაში და მისი, როგორც სამართლის უზენაესობისა და ინდივიდუალური თავისუფლებების დაცვის უნივერსალურად აღიარებული სიმბოლოს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე კონსტიტუციებით დაცული საკუთრების, გამოხატვის თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპები სათავეს თავისუფლების დიდი ქარტიიდან იღებენ. თავისუფლების დიდი ქარტიით არერთი ქვეყნის კონსტიტუციაა შთაგონებული.

დისკუსია გაიმართება 1 მაისს, 12:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, აუდიტორია #200 (მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი #240).

საჯარო დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში;

ნათია ხანთაძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი;

პატრიკ მადამსი, Honorary Society of Inner Temple;

ელეონორ შარპსტონი, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო;

კონსტანტინე ვარძელაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;

მარიამ ფერიშვილი, ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა კავშირის კონკურსის „Magna Carta – Notions of Human Rights and Democracy“გამარჯვებული;

მოდერატორი - დავით ზედელაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. 

საჯარო დისკუსიის სამუშაო ენაა ინგლისური.

დასწრება თავისუფალია.