GE

თეიმურაზ კურცხალია - ცოცხალი ორგანიზმის გადარჩენის სტრატეგიები

15 აპრილი 2017

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წარმოგიდგენთ - თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის, მაქს პლანკის საზოგადოების უჯრედული ბიოლოგიის მკვლევარის, თეიმურაზ კურცხალიას საჯარო ლექციას "ცოცხალი ორგანიზმის გადარჩენის სტრატეგიები".

ღონისძიება კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში იგეგმება.

ლექცია ჩატარდება 18 აპრილს, 18:30 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში.

დასწრება თავისუფალია.

იხილეთ ფბ ივენთი.