GE

ტელდერსის სახელობის შეჯიბრი საერთაშორისო სამართალში

25 ოქტომბერი 2013

ტელდერსის სახელობის შეჯიბრი საერთაშორისო სამართალში დაარსდა 1977 წელს და ითვლება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან შეჯიბრად. ყოველწლიურად შეჯიბრში ჩართულია ევროპის უნივერსიტეტების 40-ზე მეტი გუნდი. სიმულაციები იმართება ჰააგაში, მშვიდობის სასახლეში.

შეჯიბრის დროს სტუდენტები იწრთობიან სასამართლო პრაქტიკაში და ჯგუფურ მუშაობაში. თითოეული გუნდი შედგება 2-4 წევრისგან. მონაწილეებს მოსამზადებლად ეძლევათ კაზუსები, რომლებიც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ფიქტიურ დავას. გუნდებს ევალებათ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დაიცვან/ბრალი დასდონ რომელიმე მხარეს და წარმოადგინონ, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე გამოვიდნენ სიტყვით სასამართლო სხდომაზე. მონაწილეებს აფასებენ სასამართლო ექსპერტები, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ საერთაშორისო სასამართლო ორგანოებს, ამიტომაც მათი აქტიური ჩართულობა იმიტირებულ პროცესებში არის ამ შეჯიბრის მაღალი ინტელექტუალური ხარისხისა და პრესტიჟის გარანტი.

შეჯიბრში თავისუფალი უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობის მიიღებს მაქსიმუმ 4 საუკეთესო სტუდენტისგან შემდგარი გუნდი.

შეჯიბრისათვის სტუდენტთა შერჩევის მიმდინარე სტატუსი: მიმდინარეობს კონკურსი.

იხილეთ თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის შიდა შესარჩევი კონკურსის წესები და კრიტერიუმები და დავალება.

გუნდის მწვრთნელი: თამარ თომაშვილი

საკონტაქტო პირები: თამარ თომაშვილი ttomashvili@gmail.com და ეკა ონიანი e.oniani@freeuni.edu.ge

სასარგებლო ბმულები: http://www.grotiuscentre.org/TeldersMootCourt.aspx