ტექსტის დიზაინი - 2020
12 აპრილი 2018
თავისუფალი უნივერსიტეტი ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ატარებს კონკურსს - ტექსტის დიზაინი.
კონკურსი შედგება ერთი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში.
კონკურსში მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:
- რამდენად უპასუხებს მათი ნამუშევარი მოცემულ მოთხოვნას;
- მათი ინტერპრეტაციის უნარი და ინოვატორულობა;
*აბიტურიენტები დავალების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ კონკურსის დაწყების წინ.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული:
I ადგილი - 1 600 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
II ადგილი - 1 200 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
III ადგილი - 800 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
*წლევანდელ კონკურსში მოგებული ვაუჩერის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ 2020 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს.
*ვაუჩერი დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლას და 8 სემესტრზე გადანაწილდება.
რეგისტრაცია დასრულდება 18 მარტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
თეკო ძიძიგური
ტელ: 555 49 06 49
ელ-ფოსტა: t.dzidziguri@freeuni.edu.ge