აბიტურიენტებისათვის თავისუფალი აზროვნების კონკურსის I ტური ჩატარდა
20 მარტი 2023
აბიტურიენტებისათვის თავისუფალი აზროვნების კონკურსის I ტური ჩატარდა თბილისსა და ქუთაისში თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით. მეორე ტურს კახა ბენდუქიძის კამპუსი უმასპინძლებს.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ სასწავლო გრანტები თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის დასაფინანსებლად:
I პირველი ადგილი – 2 500-ლარიანი გრანტი
II მეორე ადგილი – 1 500-ლარიანი გრანტი
III მესამე ადგილი – 1 000-ლარიანი გრანტი