GE

კონკურს Thurgood Marshall-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

04 მაისი 2023

ყოველწლიურად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ატარებენ სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა შემეცნებით კონკურსს, რომელთა გამარჯვებულები მოიპოვებენ სწავლის დაფინანსებისათვის გრანტებს კახა ბენდუქიძის დაფუძნებული ცოდნის ფონდისგან.
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში კონკურსის Thurgood Marshall-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ და მათ გადაეცათ სასწავლო გრანტები თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის დასაფინანსებლად:
I პირველი ადგილი დაიკავა სალომე ჩიტაიშვილმა, რომელსაც გადაეცა 2 000-ლარიანი სასწავლო გრანტი
II მეორე ადგილი დაიკავა საბა ჩხეიძემ, რომელმაც მოიპოვა 1 500-ლარიანი სასწავლო გრანტი
III მესამე ადგილი ერგო ნინო გუჯაბიძეს, რომელსაც გადაეცა 1 000-ლარიანი სასწავლო გრანტი
კონკურსის მიზანია მომავალი იურისტებისთვის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა და მათი დაინტერესება.

Thurgood Marshall